Робота для біженців з України
სერვისის ზედამხედველი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის ზედამხედველი
მომწოდებელი: რუმს კოხტა
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 11 ნოემბერი
"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. "ROOMS"-ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS KOKHTA" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ზედამხედველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საკვების, სასმელებისა და სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება, სერვისის სტანდარტების მიხედვით;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტური კოორდინაცია;
** თანამშრომლების სამუშაო განრიგის დაგეგმვა;
** სერვისის თანამშრომლებისთვის დაგეგმილი ტრენინგების მომზადებაში, დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** სასმელებისა და კვების დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობის კოორდინირება;
** ტრენინგების დაგეგმარებაში, შექმნასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** უზრუნველყოს გუნდის წევრების გადამზადება ცვლილებების არსებობის შემთხვევაში;

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** საცხოვრებელი;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.tbilisi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე