Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=588663&print=yes&view=jobs
 
სპეციალური მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალური მასწავლებელი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (18 წლის ზემოთ) და 2019 წლიდან მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა (6-18 წლამდე)დღის ცენტრი.

კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა დღის ცენტრში სპეციალური მასწავლებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, შშმ პირთა დღის ცენტრში.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტრენინგი სამუშაოს სპეციფიკის ასათვისებლად და ბენეფიციარებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად.

სამუშაო საათები: არასრული სამუშაო განაკვეთი. საათების შეთანხმება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

სპეციალური მასწავლებლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბენეფიციარების შეფასება;
** შეფასების შემდგომ მათთან მუშაობის მოკლე და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა, განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენა და განხორციელება;
** ასაკობრივი ჯგუფის ყოველდღიური სასწავლო აქტივობების განსაზღვრა და განხორციელება;
** ბენეფიციართათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;
** ბენეფიციართა პორტფოლიოს და პირადი საქმის წარმოება;
** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
** სოციალური ინტეგრაციის პროგრამის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, თემატური გასვლითი გაკვეთილების დაგეგმვა/განხორციელება, სეზონური ღონისძიებების (ზეიმების, სპორტული ღონისძიებები) დაგეგმვა/განხორციელება (შესაძლოა არასამუშაო საათებში);
** მშობლებთან თემატური შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება (სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციების მომზადება, მშობლების ინფორმირება);
** ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში (პედაგოგიკა, სპეციალური პედაგოგიკა, სოციალური მუშაობა, ფსიქოლოგია) და/ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სპეციალური პედაგოგის, შშმ პირთან მუშაობის და ა.შ.)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ბავშვზე ზრუნვის მომსახურების განხორციელების სათანადო კვალიფიკაცია და/ან გამოცდილება);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა MS Word, Excel.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** პიროვნული ურთიერთობების დამყარების, გუნდური მუშაობის უნარი;
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
** მოტივირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

შერჩევის კრიტერიუმები:

** განათლება
** მუშაობის გამოცდილება
** პრეზენტაციისა და აუდიტორიასთან კარგი კომუნიკაციის უნარი
შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად: ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა და გასაუბრება.

განაცხადების წარდგენის პროცედურები:

განმცხადებლებმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე/CV
** სამოტივაციო წერილი
** სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2024 წელი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@chfs.ge. Subject: ველში გთხოვთ მიუთითოთ "სპეცპედაგოგი-თბილისის დღის ცენტრი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია