დასახელება:
FMG პროგრამის ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
სანდომი
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
"სანდომი" გთავაზობთ ვაკანსიას FMG პროგრამის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო. ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი #6
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი.
** ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 1500 ლარიდან -კვალიფიკაციის და გამოცდილების გათვალისწინებით.
** საგამოცდო ვადა: 3 თვე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკური განხრით)
** "Microsoft Office"-კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** სასურველია FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
** პროექტებისა და პროცესების მართვა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
მოვალეობები:
** გაყიდვების და GPS-ის ანალიტიკა;
** FMG პროგრამის ადმინისტრატორებთან კომუნიკაცია და ახალი შესაძლებლობების მოძიება;
** FMG პროგრამაში მუშაობა და ხარვეზების გასწორება;
** დისტრიბუტორების სამუშაო ანალიტიკა (გაჩერებების მონიტორინგი, მანძილების მონიტორინგი, შეკვეთების აღების ინტერვალები)
** მარკეტინგული ინვენტარის განაწილების მონიტორინგი;
** სხვადასხვა კონტროლის მექანიზმების შემუშავება;
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|