Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=585659&print=yes&view=jobs
 
სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: მაზდა
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილ კომპანიაში "მაზდა" სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია სადაზღვევო ხელშეკრულებების ფარგლებში;
** ავტომობილის გარეგანი დათვალიერება, პირველადი შეფასების უზრუნველყოფა;
** სამღებრო-სათუნუქე გუნდთან კოორდინაცია - შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლების პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფა;
** დაზიანებული ავტომობილების საჭიროებების განსაზღვრა და განფასების შედგენა;
** იდენტიფიცირებული საჭიროებების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** შეკეთების ვადების განსაზღვრა და განსაზღვრული ვადების კონტროლი;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ავტომობილის შეკეთების ყველა ეტაპზე ავტომობილის ჩაბარებამდე;
• პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS office-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** Bკატეგორიის მართვის მოწმობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის სპეციალისტი - მაზდა

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია