Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=585566&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კრეადამო
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი
მოგესალმებით, ვეცდებით, სწორედ ამ მომენტიდანვე გავხადოთ შენი მოგზაურობა საინტერესო, სასიამოვნო მომენტებით სავსე და აღმოაჩინო, რომ ჩვენ ვართ ადამიანების ის გუნდი, რომელთან ერთადაც მუშაობა დიდი სიამოვნებაა.
შევეცდებით ყველაფერი მოგიყვეთ ჩვენზე, რაც, ვიმედოვნებთ, ჩვენთან შეხვედრის სურვილს კიდევ უფრო გაგიღრმავებს.
ჩვენ წარმოვადგენთ სამზარეულოს წარმოების ერთადერთ ინდუსტრიულ სახელოსნოს საქართველოში, რომელმაც ბოლომდე იცის სამზარეულო.

ჩვენ გვამოძრავებს:

რწმენა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით შემოქმედია და სამზარეულო სწორედ ის ადგილია, სადაც შემოქმედებას ყველაზე გემრიელი გემო აქვს.

ჩვენი მისიაა:

ადამიანებს მოვუხსნათ სრულყოფილი სამზარეულოს მიღებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა!
როგორ ვაპირებთ წარმატების მიღწევას? - ჩვენი დამკვეთების აღფრთოვანებით!
აი ზუსტად ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულების მონაწილე შესაძლოა იყო შენ!

შენი მისიაა:

** ახალი მომხმარებლების მოძიება, მათთან ეფექტიანი კომუნიკაცია და შესაბამისი ბაზის წარმოება/განვითარება;
** მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში მომხმარებლის მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი რეაგირება;
** კონკურენტთა ბაზების წარმოება/განახლება.

მისიის შესასრულებლად კიდევ უფრო დაგეხმარებოდა თუ:

** ხარ კომუნიკაბელური და გიყვარს ხალხთან ურთიერთობა;
** გაქვს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით და ეს საქმე შენთვის მნიშვნელოვანია.

ასევე, შენთვის საინტერესო იქნება:

** შენი სამუშაო და შემოქმედებითი კვირა განისაზღვრება 5 დღით, 10:00 - საათიდან 19:00- საათამდე. მაგრამ აქვე ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია მიღწეული შედეგები და არა წამმზომი.
** ჩვენი სამუშო სივრცე მდებარეობს თორნიკე ერისთვის # 19 ნომერში.

თუ შენი თავი ჩვენს გუნდში წარმოიდგინე, გთხოვ გამოგვიგზავნო რეზიუმე ან CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@creadamo.ge, ხოლო, თუ სათაურში (subject) პოზიციის დასახელებას მიუთითებთ (" გაყიდვების მენეჯერი") უფრო სწორად შევძლებთ განვსაზღვროთ შენი როლი.
აქვე გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე ან CV "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის და ინტერესისთვის!
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია