Робота для біженців з України
ექიმი-ენდოსკოპისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი-ენდოსკოპისტი
მომწოდებელი: შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ექიმი-ენდოსკოპისტი (შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულებით)

დანაყოფი: სსიპ-საქართველოს შს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის პოლიკლინიკა (სამმართველო)
სამუშაო რეჟიმი: ნორმირებული სამუშაო დღე
თანამდებობრივი სარგო: 2299 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N72
ვაკანსიის რაოდენობა: 1

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10.10.2024

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე
** ენა - სახელმწიფო ენის ფლობა;
** განათლება: უმაღლესი სამედიცინო

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დამატებითი მოთხოვნები:

** აკადემიური წერის ცოდნა (მათ შორის ოქმების, ანგარიშების შედგენისა და სხვადასხვა სახის კორესპონდენციისთვის);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: "MS Word", "MS Excel";
** სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "ზოგადი ქირურგია"; სუბსპეციალობა "ენდოსკოპია";
** აღნიშნული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

სასურველია:

** პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსის სერტიფიკატი ან გამოცდილება;
** ერთი უცხო ენის ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ";
** საქართველოს კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ";
** საქართველოს კანონი "საექიმო საქმიანობის შესახებ";
** "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებით დამტკიცებული დებულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამინისტროს მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა, სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩარიცხულ სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსმენელთა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
** დაზღვეული და არადაზღვეული კონტინგენტის სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა გატარება შესაბამისი პროფილის მიხედვით;
** ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე პაციენტების მიღება, ენდოსკოპიური კვლევის შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, ენდოსკოპიური კვლევის დროს მასალის აღება ციტოლოგიური კვლევისთვის;
** ენდოსკოპიური კვლევის დროს სწორი შეფასება და კოაგულაციური თერაპია;
** ექიმთა კონსილიუმში მონაწილეობის მიღება;
** კანონით დადგენილი წესით სამედიცინო აღრიცხვისა და სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება;
** თანამედროვე სამედიცინო მიღწევების პრაქტიკაში დანერგვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.

კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
(ატვირთული ფაილები უნდა იყოს JPG ფორმატის)

** რეზიუმე / CV
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი.

სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამასთან, კანდიდატი უფლებამოსილია ერთი და იგივე დანაყოფში აპლიკაცია წარადგინოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.

სპეციალური კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა და გასაუბრება.

შენიშვნა: გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატს.

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://hr.police.ge/select-vacancies/
CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია მაილზე: k.begiashvili@mia.gov.ge. მაილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე