დასახელება:
ჭურჭლის მრეცხავი
|
მომწოდებელი:
ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
|
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი
|
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს სამზარეულოს დეპარტამენტში ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
"Hilton Garden Inn Tbilisi Riverview" - ახალი, თანამედროვე და ელეგანტური სასტუმრო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ უმასპინძლა პირველ სტუმრებს და შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმარმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
** მსოფლიოს მასშტაბით "ჰილტონის" ფასდაკლებების პროგრამას
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** ორჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ღირსეულ სამუშაო პირობებს
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
რას ველით შენგან:
** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
** პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
** განვითარების სურვილს და მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს სტუმრებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი
ველოდებით შენს რეზიუმეს ელფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com
ან დაგვიკავშირდით: 558 94 49 59
მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
|
|
|
|