Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: მოდერნ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანია "Modern House" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "Modern House" დაარსდა 2017 წელს და ბაზარზე გაითქვა სახელი, როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანია.

კომპანიის პრიორიტეტია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ხარისხიანი პროდუქციის იმპორტი საქართველოში.
"Modern House" მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს მათზე მორგებული პროდუქტი და მომსახურება.

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: პირველი 3 თვე სტაჟირების (პროდუქციის შესწავლის) პერიოდში 1000 ლარის ოდენობით, 3 თვის შემდეგ 1500 + ბონუსი 1000-საშუალოდ 2500

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება და საწყობში მოწოდება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის  ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** დავალიანებების კონტროლი
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება - რეპორტინგი;
** გაყიდვების ახალი არხების მოძიება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და კორპორატიული მიმართულებებით;
** შეთავაზებების ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** დამკვეთების ინტერესების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** დამკვეთებთან ინდივიდუალური კონტაქტის და მათთვის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მოძებნის უნარი;
** სამოქმედო გეგმის შემუშავება პროდუქტის რეალიზებისთვის
** საფოსტო და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** რუსული ენის ფლობა (სასურველია)
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საწვავის ხარჯის დაფარვას;
** მანქანის ცვეთის ხარჯის დაფარვას;
** ულიმიტო სასაუბრო მობილური პაკეტი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე: irakli@modernhouse.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე