დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სოლემარტი
|
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
|
"სოლემარტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N84.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი).
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ანაზღაურება: 1400 ლარი (NET)
ფუნქცია-მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება;
** კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა / შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ოფისის სტუმრების მიღება, შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** საოფისე მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მარაგების შევსება.
** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების ორგანიზება.
დამატებითი მოთხოვნები:
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური (სავალდებულო), რუსული (სასურველია);
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: solemart.mariami@gmail.com.
|
|
|
|