Робота для біженців з України
სტაჟიორი HR დეპარტამენტში - თბილისი, ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
"ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.

"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

პოზიცია: სტაჟიორი HR დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი და სოფ. ნატახტარი

სტაჟიორს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან
** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
** კვება

ძირითადი მოვალეობები:

** HR BP-სთან ერთად რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა;
** კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობა და გასაუბრების ორგანიზება;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელთან;
** კომპანიის ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** პირადი საქმეების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** HR-თან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება;
** HR პროცესების მხარდაჭერა მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** MS Office-ის (Word, Excel, Power Point) ცოდნა;
** სხვადასხვა დავალების ერთდროულად მართვისა და შესრულების უნარი;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 25 სექტემბერი.

რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.

დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერზე: https://natakhtari.com/

განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com.

ს.ს. "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე