Робота для біженців з України
ტრენინგი - სოციალური მედიის მართვა + Canva
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი - სოციალური მედიის მართვა + Canva
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ტრენინგ-ცენტრი "IBSU აკადემია" გიწვევთ დარეგისტრირდეთ ქართულენოვან ტრენინგ-კურსზე: "სოციალური მედიის მართვა + Canva"

კურსის შესახებ

კურსის ფარგლებში თქვენ სრულყოფილ ცოდნას მიიღებთ სოციალური მედიის მართვის შესახებ, გეცოდინებათ რეკლამის სწორად გაშვება, კონტენტის დაგეგმვა, ბიზნეს გვერდის მართვისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მახასიათებელი და მზად იქნებით დაიწყოთ სამსახური ან მიღებული ცოდნა გამოიყენოთ საკუთარი ბიზნესის შექმნისა და განვითარებისთვის. მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას და იმუშავებთ რეალურ პროექტებზე.

ტრენერები:

** ირინა არღვლიანი - ბრენდის სტრატეგი/მარკეტერი
** ირმა არღვლიანი - ციფრული მარკეტერი

კურსის განრიგი:

** რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
** სესიები: სამშაბათი და შაბათი, 19:00 საათი
** სესიის ხანგრძლივობა: 2 საათი
** სესიების რაოდენობა: 10 სესია, 5 კვირა

ტრენინგ-კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.

კურსის საფასური:

** კურსის ღირებულება შეადგენს 490 ლარს, თანხის გადახდა ხდება ტრენინგის დაწყებამდე.
** შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება.

დეტალური ინფორმაცია ტრენინგ-კურსის შესახებ: https://shorturl.at/4RoMI

კურსზე რეგისტრაცია: https://forms.gle/dZhXYEcX5aacypu8A

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: training@ibsu.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე