"გრანდ სითი რიალ ისთეით" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** კონტენტ სტრატეგიის ჩამოყალიბება, მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნა, უზრუნველყოფა კომუნიკაციისთვის საჭირო ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
** სოციალური ქსელების Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნა;
** კონტენტის დაგეგმვა, ფოტო/ვიდეო მასალისა და პოსტერების დიზაინის შექმნაში მონაწილეობა; შესაბამისი კონტენტის ბრიფების შექმნა დიზაინერისთვის;
** სფეროში აქტუალური ტენდენციების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
** შედეგების ანალიზი და პროცესების მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, PR - ის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** აუცილებელია, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ასევე Canva, Lightroom;
** აუცილებელია ვიდეო მონტაჟის საბაზისო დონეზე ცოდნა (ძირითადად რილსებისთვის);
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;
ფასდაკლება განთავსებაზე ჩვენს აპარტამენტებში 50%.
გთხოვთ CV გადმოგზავნოთ მითითებულ მისამართზე: Officemanager@gcbatumi.com
|