Робота для біженців з України
გაყიდვების აღრიცხვის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: იფქლი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია "იფქლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word);
** სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის წესების ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაუწიოს დამსაქმებელს გაყიდული პროდუქციის აღრიცხვასთან დაკავშირებული მომსახურება.
** აკონტროლოს RS.GE-ზე ატვირთული დოკუმენტაციის სისწორე და მისი შესაბამისობა სადისტრიბუციო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან.
** უზრუნველყოს დისტრიბუტორთა მიერ პროგრამულად შესრულებული ოპერაციების კონტროლი ტექნიკური კუთხით;
** აკონტროლოს დისტრიბუტორების დღიური ჩეკისა ("Z"-ი) და FMG-ში თანხების სიზუსტე.
** აწარმოოს დოკუმენტაცია ელექტრონული და მატერიალური სახით, რაც აუცილებელია სამუშაოს შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშისთვის.
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებები და დავალებები შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში.

პიროვნული თვისებები:

** მარტივი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე: აქედან, კვირაში 4 დღის მანძილზე 09:00-დან 18:00-მდე და მეხუთე დღეს მორიგეობა - 09:00-დან 21:00-მდე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, ევგენი ხარაძის 2ა.
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ipkli.com. სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე