Робота для біженців з України
მომარაგების მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომარაგების მძღოლი
მომწოდებელი: კაია
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "კაია" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების მძღოლის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კაია არის თუნუქის მრავალპროფილური საწარმო, რომელიც 2016 წლიდან საინჟინრო-სამშენებლო მასალებს სთავაზობს ქართულ ბაზარს. კაბელარხები, ელექტრო კარადები, სავენტილაციო პროდუქცია არის მცირე ჩამონათვალი იმ სამშენებლო პროდუქციებისა, რომელიც აქ იწარმოება. საწარმო მდებარეობს დიდი ლილოს ტერიტორიაზე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: kaya.ge

სამუშაო გრაფიკი: მთლიანი განაკვეთი, 9:00-დან 18:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა. შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი ხელზე

ძირითადი ფუნქციები:

** სამშენებლო პროდუქციის მომარაგება სამშენებლო, მათ შორის ელიავას მაღაზიებიდან
** საწარმოს მენეჯმენტთან და საწყობის მენეჯერთან კომუნიკაცია და მომარაგების დროში ეფექტურად გადანაწილება

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** ავტომობილის (მათ შორის მცირე ზომის სატვირთოს) მართვის გამოცდილება
** ლოგიკური აზროვნება და კარგი კომუნიკაციის უნარი.

ყველა ვაკანსია ცხადდება 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელიც ანაზღაურდება ჩვეულებრივი სახელფასო განაკვეთით.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან უბრალოდ იმეილი გამოცდილებისა და საკონტაქტოს მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kaya.ge სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის
დასახელების მითითება.

კაია გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კაია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე