Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი 2 ტონა
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
ქართული კრაფტ ლუდის სახარში და რესტორნების ქსელი "2 ტონა", რომელიც საქართველოში ოპერირებს 2017 წლიდან და მოიცავს 4 ფილიალს თბილისში, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი:, 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 19.
ანაზღაურება: 3500-4000 ლარი (გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა კომპანიის აღმასრულებელ გუნდთან ერთად;
** წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა;
კომპანიის საოპერაციო საქმიანობის ცალკეულ ეტაპებზე შიდა კონტროლი.
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და პრეზენტაცია აღმასრულებელ გუნდთან;
** ფინანსური სტრატეგიის რეკომენდაციების მიწოდება აღმასრულებელ გუნდთან;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** გრძელვადიანი/მოკლევადიანი ბიუჯეტის წარმოება, შესრულების კონტროლი და პერიოდული რეპორტინგი აღმასრულებელ გუნდთან;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-მისამართზე: hr@2tons.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე