Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=582902&print=yes&view=jobs
 
სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მეექვსე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2023 ევროპასა და საქართველოში, წელს უკვე მესამედ გახდა საუკეთესო დამსაქმებელი გლობალურად. ეს ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოგვიერთდი, როგორც სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

რა ამოცანებია შესასრულებელი:

** გაყიდვების მენეჯერის დახმარება ფორმალური დოკუმენტაციის წარმოებაში (მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, საინვესტიციო ბარათების მომზადება და ფინანსების დეპარტამენტში წარდგენა)
კომპანიის შიდა გუნდური და გარე შეხვედრების ორგანიზება, დასწრება, და ოქმების შედგენა
სხვადასხვა დეპარტამენტიდან მიღებული რეპორტების დამუშავება, ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება, და მენეჯერთან ანგარიშგება
** აქტიური კომუნიკაცია კომერციულ გუნდთან, აგრეთვე საჭიროებისამებრ პარტნიორ დისტრიბუტორ კომპანიებთან

ვის ვეძებთ:

** უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** სასურველია სტაჟირება მსგავსი მიმართულებით - ადმინისტრაციულ საქმიანობაში ან დოკუმენტაციის წარმოებაში
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS excel, PowerPoint ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ:

** პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობა და მხარდაჭერა
** წვდომა პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე
** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი: (40 სთ/კვირაში)
** ანაზღაურება - 900 ლარი
** სტაჟირების ხანგრძლივობა - 1 წელი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

დაინტერესდი?

გამოგზავნე რეზიუმე მისამართზე career.caucasus@pepsico.com 2024 წლის 15 ოქტომბრამდე მიუთითე ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში და მიიღე მონაწილეობა კონკურსში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია