Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ოპტიმისტი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 11 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.
კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.

კომპანია "ოპტიმისტი" ვაკანსიას აცხადებს პოზიციაზე: გაყიდვების კონსულტანტი (დეკრეტული შვებულების შეცვლა 6-8 თვე)
სამუშაო ადგილი: გორი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 800ლ. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე).
კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 900ლ და დამატებით ბონუსი (150-300ლ).

კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი - გორი).

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე