Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
შპს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სასადილოში მიმტანის პოზიციაზე.

თანამდებობის მიზანი: ევროპული სკოლის სასადილოში საკვების მიწოდების უზრუნველყოფა და მაგიდების გაშლა-ალაგება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასადილოში საკვების მიწოდების უზრუნველყოფა და მაგიდების გაშლა-ალაგება, მათი ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობით მოწესრიგება;
** სასადილოს მაგიდებზე მოსწავლეების საკვებით უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში დახმარება;
** ფასიანი კვების სერვისის მქონე მოსწავლეების მომსახურება;
** სკოლამდელი აღზრდის ცენტრისთვის საკვების გენერირება და მიწოდება;
** სკოლის სამზარეულოს დეზინფიცირება დღის ბოლოს და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების/უფლებამოსილებების განხორციელება, უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

მომსახურების გაწევის პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინსტრუქციების დაცვის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge და ვაკანსიის ველში მიუთითეთ "მიმტანი" ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 032 2 39 59 64;

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე