Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ინტერნეიშნლ მარკეტინგ ენდ თრეიდინგ
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანია შპს "ინტერნეიშნლ მარკეტინგ ენდ თრედინგ" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქალაქ თბილისი (ფეიქრების ქ. 12)
საშუალო ანაზღაურება: 2500 ლარი

მძღოლ-დისტრიბუტორის მიმართ მოთხოვნები:

** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1-2 წელი;
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** აუცილებელი პირობა - სამსახურის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** დოკუმენტებთან და პოკეტთან მუშაობის სრულყოფილი უნარი.

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის განახლება და კონტროლი;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: imtgeorgia@mail.ru და მიუთითოთ ვაკანსია რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე