Робота для біженців з України
სერვისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის თანამშრომელი
მომწოდებელი: პანუოცო
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია კვების ობიექტებით, ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო", პომოდორისიმოს ქვე ბრენდი "პანუოცო", "აი სი არ ქეითერინგი" - ღონისძიებების ორგანიზატორი კვების მიმართულებით და "ფუდ ლაბი" - სივრცე კულინარიული მასტერკლასებისთვის.

იტალიური სწრაფი კვების ობიექტი "პანუოცო" აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 33;

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება და მომხმარებლის სწრაფად და ეფექტიანად მომსახურება;
** სალარო ოპერაციების შესრულება და შეკვეთის გაცემა;
** ყავის და სხვა სასმელების მომზადება;
** სალათების, ვრაპების, სენდვიჩების და მენიუში არსებული სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა;

პირობები:

** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
** ცვლაში 3-4 თანამშრომელი;
** ანაზღაურება - 900 ლარი + ნავაჭრის %;
** ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის შემდგომ;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება;
** კვების და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** სისწრაფე;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი;

ჩვენთან გამოცდილება არ არის აუცილებელი.

თუ გსურს შემოუერთდე ICR-ის გუნდს და მიიღო პროფესიონალებთან მუშაობის გამოცდილება, მაშინ გამოგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancyF.B@icr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სერვისის თანამშრომელი".

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე