Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი/პრესელერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრესელერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია, შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრესელერის) პოზიციაზე ზუგდიდში.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.diplomatholding.com.ge

სავალდებულო მოთხოვნები:

** იმავე სფეროში 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საკუთარი მსუბუქი ა/მანქანა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** სავალდებულოა - უძრავი ქონებით უზრუნველყოფა

მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით;
** პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი;
** შეკვეთის სწორი გაფორმება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** ანაზღაურება: 2000 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ელფოსტაზე: davit.shvelidze@holding.com.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე