Робота для біженців з України
ბირთვული დეპარტამენტის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბირთვული დეპარტამენტის ექთანი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ბირთვული დეპარტამენტის ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
** ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

ზოგადი უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, მომზადება პროცედურისთვის;
** აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
** პროცედურის მსვლელობისას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობა/მონიტორინგი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირას დასვენება.
** მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N 13.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე