Робота для біженців з України
სახიფათო ტვირთების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახიფათო ტვირთების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
სსიპ - "სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას: სარკინიგზო უსაფრთხოების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვისა და სახიფათო ტვირთების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

თანამდებობრივი სარგო: 3192 ლარი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
განაცხადის წარდგენის ვადა: 25 სექტემბერი, 2024 წ.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სარკინიგზო ტრანსპორტის ან/და ტრანსპორტის სხვა დარგში;
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე.

ფუნქციები:

1. ინფრასტრუქტურის მენეჯერების და სარკინიგზო საწარმოების უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროებიდან (მართვის სისტემის შეფასების, საზედამხედველო საქმიანობის, სარკინიგზო შემთხვევების/ინციდენტების მოკვლევის შედეგებიდან და სხვ.) ინფორმაციის მიღება, შეკრება და გაანალიზება;
2. ინფრასტრუქტურის მენეჯერებისგან და სარკინიგზო საწარმოებისგან უსაფრთხოების ერთიან მიზნებთან (CSTs) და უსაფრთხოების ერთიან ინდიკატორებთან (CSIs) დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
3. კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად, ინფრასტრუქტურის მენეჯერების და სარკინიგზო საწარმოების საქმიანობაში უსაფრთხოებისთვის მომატებული რისკის ზონების და, შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა ინსპექტირების/მონიტორინგის/ზედამხედველობის მიზნებისთვის;
4. მოქმედი მეთოდოლოგი (ებ)ის საფუძველზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის სხვადასხვა კატეგორიისთვის უსაფრთხოების ერთიანი სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრასთან დაკავშირებული გაანგარიშებების წარმოება (კომპეტენციის ფარგლებში);
5. რკინიგზით მგზავრების გადაყვანასა და ტვირთის (მ.შ. სახიფათო ტვირთის) გადაზიდვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების/ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაში და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
6. სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის სახელმწიფო რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრის წარმოებისათვის სათანადო რეგულაციების შემუშავების, აგრეთვე რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობა;
7. უსაფრთხოების ავტორიზაციისა და უსაფრთხოების სერტიფიკატის მისაღებად (ვადის გასაგრძელებლად, გასაახლებლად), ინფრასტრუქტურის მენეჯერების და სარკინიგზო საწარმოების მიერ წარმოდგენილი განაცხადის და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შეფასების პროცესში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში (უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოქმედ ეროვნულ წესებთან და/ან ევროკავშირის სტანდარტებთან / ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობის შეფასების კუთხით), საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლის ობიექტებზე ვიზიტების/ინსპექტირებების ჩათვლით;
8. კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების ავტორიზაციისა და უსაფრთხოების სერტიფიკატის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების მართვის სისტემის შეფასების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისობის დადგენის მიზნით სისტემის შემადგენელ ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია: ორგანიზაციის კონტექსტთან, რისკების განსაზღვრასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალის კომპეტენციასთან, უსაფრთხოების მიზნებთან, საგანგებო სიტუაციების მართვასთან, სარკინიგზო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევა/აღრიცხვა/ანგარიშგებასთან და მოკვლევების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან;
9. სააგენტოს საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მენეჯერებისა და სარკინიგზო საწარმოების ინსპექტირებისა და აუდიტის პროცესში მონაწილეობა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
10. განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მომზადება, აგრეთვე საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებული ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია უზრუნველყოს სარკინიგზო უსაფრთხოება, სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწესრიგება და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას.

სააგენტოში დასაქმებით მოგეცემათ შესაძლებლობა შეიტანოთ თქვენი წვლილი საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარებაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, წარმოდგენილ ბმულზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/89691?active=1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე