Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების, საშხაპე კაბინების და ალუმინის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი, (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები).
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
** ყოველდღიური გაყიდვების და გადახდების შემოწმება (სალარო, ტერმინალი)
** გაცემული ზედნადებების ანალიზი, გაცემულ ზედნადებში მყიდველი/გამყიდველის ხარჯის სისწორის კონტროლი და ხარვეზის გამოსწორება.
** ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა, კორექტირება.
** ბანკის ამონაწერის გატარება.
** ინვენტარიზაციის შედეგების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან და ასახვა პროგრამაში.
** ექსელში სასაქონლო მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება.
** პროგრამაში ხარჯის საბუთების შექმნა.
** მთავარი ბუღალტრის და დირექტორის მიერ მიცემული სხვა ბუღალტრული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel სავალდებულოა);
** საბუღალტრო პროგრამა ბალანსში ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი.

ანაზღაურება: NET 1400-1600 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად.ხელფასის ზრდის პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 09:00-დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 3X4 შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება-"დამხმარე ბუღალტერი".

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე