Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: GTC Continental
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
პოზიცია: მძღოლი
განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკით ტვირთის გადაზიდვები;
** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
** მარშრუტების დოკუმენტაციის ყოველდღიური წარმოება.
** პროდუქციის მიწოდება ობიექტებისთვის სატვირთო მანქანის საშუალებით, თბილისსა და რეგიონების მასშტაბით
** პროდუქციის დაუზიანებლად მიტანა ადგილზე.
** ხელმძღვანელის უშუალო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** C და E კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მშვიდი და გაწონასწორებული.

ანაზღაურება ფიქსირებული - 2000 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე