Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: სოფტგენი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
კომპანია "სოფტგენი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

მოვალეობები:

** სხვადასხვა სააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება/კონტროლი/გატარება პროგრამაში;
** მიღებული საგადასახადო დოკუმენტების აღრიცხვა/გატარება;
** აღრიცხული დოკუმენტაციის შესაბამისად, დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
** შიდა და გარე ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების, კომპანიის პოლიტიკისა და საგადასახადო წესების დაცვა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მათემატიკის განხრით
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტრულ-ფინანსური განხრით;
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საბაზისო დონეზე);

პიროვნული უნარები:

** პრიორიტეტების განსაზღვრა და დროის ეფექტურად მართვა;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** მოტივირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ხელფასი:

ზრდადი ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 800 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად (დამატებით - სამედიცინო დაზღვევა)

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე career@softgen.ge 2024 წლის 1 ნოემბრამდე და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე