Робота для біженців з України
აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
მომწოდებელი: საქართველოს ამბები
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
"საქართველოს ამბები" https://georgiannews.ge/ თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს ამბების აზერბაიჯანულენოვანი გამოცემისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
** სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება აზერბაიჯანულ ენაზე.

მოთხოვნები:

** ქართული და აზერბაიჯანული ენების სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი).
** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საქართველოს ამბები მზად არის შერჩეულ კანდიდატს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების შეძენა-განვითარებაში, როგორიცაა თხრობის, წერისა და გადაღების ტექნიკები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 სექტემბერი.

გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინ გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" შემადგენლობაშია მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი "მთის ამბები".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე