Робота для біженців з України
ინფექციის კონტროლის მედდა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფექციის კონტროლის მედდა
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ვიანი" აცხადებს ვაკანსიას ინფექციის კონტროლის მედდის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოსპიტალში ექთნების საქმიანობის კონტროლი ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და ინფექციის კონტროლის მიმართულებით წინასწარ დადგენილი პრინციპებისა და პროტოკოლების მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში საექთნო პერსონალის საქმიანობის მონიტორინგი, შიდაჰოსპიტალურ პროტოკოლებზე დაყრდნობით ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით;
**ინფექციის კონტროლისათვის საჭირო მასალებით მომარაგების მონიტორინგი და საჭიროებების შემთხვევაში ეპიდემიოლოგისა და ხარისხის მართვის მენეჯერის ინფორმირება;
**ინფექციის კონტროლის/ხარისხის დოკუმენტაციის და მონაცემთა ბაზის წარმოება;
** ინფექციის კონტროლის მონაცემებში ნორმიდან გადახრის შემთხვევების სამსახურის უფროსთან რეპორტირება;
** ნათესების აღებისა და გაგზავნის პროცესის მართვა;
** განყოფილებაში იზოლაციის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
** პაციენტის ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი;
** პერსონალს შორის ინციდენტებისა და დაავადების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეპორტის წარმოება ეპიდემიოლოგთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მედდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
** სავალდებულოა ექთნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 5 წლისა;
**პრიორიტეტულია სამუშო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომერზე : 593128031

"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე