Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=581605&print=yes&view=jobs
 
სექციის მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სექციის მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას სექციის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თელავი.

სამუშაოს აღწერა:

** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება (მათ შორის მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მხრიდან);
** ბაზრის მონიტორინგი (კატეგორიის მიხედვით) და კონკურენტების კვლევა (ასორტიმენტი, ფასი და ა.შ.);
** სხვა სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა;
** ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
** საგამოფენო დარბაზში სივრცის სწორად ორგანიზება;
** ახალი პროდუქციის მიღების, განლაგების, გაცემის ორგანიზება და ვარგისიანობის კონტროლი;
** გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიცირება-დაგეგმვა- განხორციელება;
** მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის აქციებში ჩართულობა;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მზაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ანაზღაურება - შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 13 ოქტომბერი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hrretail@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "სექციის მენეჯერი - თელავი"

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია