Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჩაჩავას კლინიკა
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სს "ჩაჩავას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური საბანკო ოპერაციების წარმოება;
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების აღრიცხვა;
** ყოველდღიურ ბუღალტრულ საქმიანობაში ჩართულობა, ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარება და დავალიანებების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და დოკუმენტაციის წარმოება;
** მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება;
** დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ის ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, უპირატესია;
** სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

პირობები:

სამუშაო საათები: 09:30-17:30 (შესვენება 1 საათი)
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით info@chachava.ge 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. CV-ის გამოგზავნისას, e-mail-ის subject- ის ველში ჩაწერეთ " ბუღალტრის ვაკანსიაზე".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე