Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქონექთი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
"კონექტი" წარმოადგენს 15 წლიანი გამოცდილების მქონე ციფრულ სააგენტოს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ვებაპლიკაციების/საიტების შემუშავება და დამზადება, ასევე ვებსაიტების ჰოსტინგი და სერვერული უზრუნველყოფა.

ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ თანამშრომელს მარკეტინგის მიმართულებით.

გთავაზობთ სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს, მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებში ჩართულობას და საინტერესო ინიციატივების დაფასებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განიხილება როგორც გამოცდილების მქონე სპეციალისტი ასევე დამწყები/სტაჟიორი;
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით);
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა და განხორციელების გზების შემუშავება;
** მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** ბრენდის სწორი პოზიციონირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
** სოციალური ქსელის და საიტის მონიტორინგი;
** მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
** ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება გუნდთან ერთად.

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კომუნიკაბელურობა

სამუშაო გრაფიკი: ნახევარ განაკვეთი/სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი სრულყოფილი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: info@connect.ge
კომპანიის შესახებ ინფორმაცია პრეტენდენტებს შეუძლიათ იხილონ მისამართზე: https://www.connect.ge/.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე