Робота для біженців з України
2დ გრაფიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 2დ გრაფიკოსი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ 2დ გრაფიკოსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** არქიტექტურული გეგმების დამუშავება შესაბამის პროგრამაში და საბეჭდად მომზადება;
** ბილბორდისთვის, ბროშურებისთვის, კატალოგებისთვის და სხვა საბეჭდი მასალისთვის დიზაინის შექმნა და მომზადება სტამბისათვის;
** სოციალურ ქსელებში განთავსების მიზნით, სხვადასხვა ვიზუალური მასალის შექმნა/დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა Adobe photoshop, Illustrator-ის ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.

სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე