Робота для біженців з України
საწყობის დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დიასახლისი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
შპს "ალტა" წარმოადგენს უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის დალაგება და დღის მანძილზე სისუფთავის კონტროლი;
** საწყობის ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დისციპლინირებულობა;
** ენერგიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2024 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. ვაკანსიის დასახელებაში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე