დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ბენეტ უნივერსალ
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
შპს "ბენეტ უნივერსალი" (http://www.benet.ge) (სამშენებლო/სარემონტო მასალების და ინსტრუმენტების მაღაზია) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, პაატა დათუაშვილის ქ. #21 (ყოფილი ბესარიონ ჟღენტის ქუჩა).
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (9:30 სთ - 19:00 სთ)
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი შედეგების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** მენეჯერის დავალებების და მითითებების შესრულება;
** სააღრიცხვო პროცესებში მონაწილეობა - სალაროსა და ფულადი ოპერაციები, საქონლის აღწერის პროცესი და სხვა;
** მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა, არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** რაპორტინგი.
პროფესიული მახასიათებლები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სასურველია ტექნიკური განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel);
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
** პრეზენტაბელურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: company.benet@gmail.com
გთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების საბოლო ვადა არის 2024 წლის 9 ოქტომბერი.
პარალელურად განხორციელდება შემოსული განაცხადების განხილვა.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|