Робота для біженців з України
ინფორმაციული ტექნოლოგიების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების კოორდინატორი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
პროექტი "რადიო ქალაქი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბარბარე ბაირამაშვილი 3 (მუხიანი)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ანგარიშვალდებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი წინაშე კომპანიის შესაბამისი სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს და მონიტორინგს უწევს მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;
** პასუხისმგებელია დაქვემდებარებულ თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის განსაზღვრაზე;
** პასუხისმგებელია ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროულ რეაგირებაზე, ხარვეზების აღრიცხვაზე, კონტროლსა და მონიტორინგზე;
** უზრუნველყოფს ყოველკვირეული ანგარიშის მომზადებას, დაფიქსირებული პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრის ეფექტური გზების მოძიებას;
** სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფს შიდა სტანდარტული საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციას და სიახლეების ინიცირებას;
** სერვის პროვაიდერებთან ამყარებს ეფექტურ კომუნიკაციას კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
** ჩართულია საოპერაციო მიმართულებით შესყიდვების პროცესში და შესყიდული ინვენტარის ხარისხის კონტროლში;
** მონაწილეობას იღებს დეპარტამენტის შიდა აუდიტის პროცესში და უზრუნველყოფს გამოვლენილი შედეგების ან/და ხარვეზების აღმოფხვრას;
** კომპეტენციის ფარგლებში, ერთვება კომპანიის მხრიდან ინიცირებულ პროექტებში;
** უზრუნველყოფს დაზიანებული ტექნიკის გამართვას;
** ხელს უწყობს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების განვითარებას და ტრეინინგების დაგეგმვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@dblock.com 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე