Робота для біженців з України
ფანჯრების მწმენდავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფანჯრების მწმენდავი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
პროექტი "რადიო ქალაქი" აცხადებს ვაკანსიას ფანჯრების მწმენდავის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბარბარე ბაირამაშვილი 3 (მუხიანი)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის ფანჯრების, როგორც შიდა, ასევე გარე სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამუშაო აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის შესრულება პროცედურების დაცვით.

დამატებითი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@dblock.com 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე