Робота для біженців з України
HR ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯეო ინვესტი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ჯეოინვესტი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

პოზიციის მიზანი:

ორგანიზაციაში მიმდინარე ოპერაციების სრულყოფილი და ეფექტური მართვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა Onboarding/Offboarding-ის პროცესის ოპერაციული ნაწილის მართვა;
** კომპანიაში არსებული თანამშრომელთა სხვადასხვა ბენეფიტების ადმინისტრირება;
** ყოველთვიურად თანამშრომელთა დასწრების შესახებ ინფორმაციის მართვა (სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობაში);
** თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების ვადებისა და პირობების კონტროლი;
** თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლების, ცვლილებების, ხელშეკრულების შეჩერების პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** თანამშრომელთა ხელფასებისა და მივლინების აღწერა და კონტროლი;
** საპატრულო ჯარიმებისა და ტექდათვალიერებების კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ბაკლავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** Microsoft Office, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მოქნილობა ცვალებად სამუშაო გარემოში და ამავდროულად, ეფექტურობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნება;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულყოფილი და ეფექტური გამოყენების უნარი;
** მიზანდასახული, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული.
** გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის - მიზნების დასახვის, პრობლემების გადაჭრის, და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი პროგრესის შეფასება.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00, ერთ საათიანი შესვენება;
** ოფისი მდებარეობს: თბილისი, ვეფხისტყაოსნის 6ა, დიდი დიღომი (გუდვილთან);
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი.
** ანაზღაურება 1500-დან ზემოთ, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ ფოსტაზე: geoinvesti@yahoo.com ტელ: 598282677
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე