Робота для біженців з України
პარტნიორი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარტნიორი მენეჯერი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 23 აგვისტო / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
"დომინო`ს პიცა" (Domino`s Pizza) საერთაშორისო ამერიკული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ლიდერ პოზიციას იკავებს. საქართველოში დომინო`ს პიცა 2015 წლიდან ოპერირებს და აერთიანებს შვიდ ფილიალს.

უპრეცედენტო შანსი, მათთვის ვისაც სურს ბიზნესის კეთება და მზარდი შემოსავალი კაპიტალის ჩადების გარეშე, თავდაუზოგავი შრომის საფუძველზე.

ვაკანტური პოზიცია: პარტნიორი მენეჯერი

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი. ვაკე
სამუშაო საათები: სრული გრაფიკი 5/2 (ცვლიანობის განრიგი)
ანაზღაურება: ფიქსირებული - 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
ბონუსი: მოგების % (1000 ლარი +)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა.
** პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის მიღება/დახარისხება.
** ობიექტის მომგებიანობის გაზრდაზე მუშაობა.
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება რელევანტურ სფეროში. (სასურველია სწრაფი კვების სფეროში)
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ლიდერული
** ენერგიული
** აქტიური
** პოზიტიური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ყურადღებიანი და მობილიზებული

ჩვენ გთავაზობთ:

** ღამის ცვლაში (18:00-02:00) მუშაობის შემთხვევაში - ტრანსპორტირება;
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** ფინანსური და პოზიციური განვითარების პერსპექტივა მოკლე დროში.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge, წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პარტნიორი მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის ან/და განიხილება სხვა პოზიციაზე შემდგომი 1 (ერთი) წლის განმავლობაში. პერსონალური მონაცემების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ აღნიშნულ ელ-ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე