Робота для біженців з України
მიქსოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიქსოლოგი
მომწოდებელი: ფაბრიკა
გამოქვეყნდა: 28 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
"Hostel Fabrika • ფაბრიკა" აცხადებს ვაკანსიას მიქსოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება, სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
** სასმელების ინგრედიენტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
** სტუმრებისათვის ყოველდღიური შეთავაზებების გაცნობა;
** გადახდების შემოწმება;
** ბარში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ბარის დახურვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის გაზიარება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR.Fabrika@fabrikatbilisi.com 2024 წლის 28 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე