Робота для біженців з України
დეკორატიული კოსმეტიკის კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეკორატიული კოსმეტიკის კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.
გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიული კოსმეტიკის კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ასორტიმენტის ფორმირებასა და საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტებისათვის ინდივიდუალური ასორტიმენტების შექმნის პროცესში ჩართულობა;
** ქსელის მაღაზიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და ეფექტური კოორდინირებული მუშაობა;
** ახალი პროდუქტების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება
** ბაზრის შესწავლასა და ანალიზის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვების სტიმულირების კუთხით პრომო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** მომწოდებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებაში ჩართულობა და კომპანიის სასარგებლო შედეგის მისაღწევად, აქციებისა და კომერციული პირობების შედგენა;
** პოზიციის დანიშნულების გათვალისწინებით, კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** პასუხიმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკების უნარი.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "დეკორატიული კოსმეტიკის კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე