Робота для біженців з України
მონაცემთა ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ISFED
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ეძებს მონაცემთა ანალიტიკოსს სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდში სამუშაოდ.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, სოციალური მედიის პლატფორმების მონაცემთა შეგროვება და დამუშავება;
** მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მნიშვნელოვანი მიგნებებისა და დასკვნების გაკეთება;
** მონაცემთა ვიზუალიზაცია და დიზაინერთან თანამშრომლობა.

საჭირო უნარები:

** მონაცემთა ანალიზის ხელსაწყოებისა და პროგრამირების ენების ცოდნა, როგორიცაა Python, R, SQL ან მსგავსი;
** მონაცემთა ვიზუალიზაციის ხელსაწყოების ცოდნა;
** მონაცემთა მართვის საფუძვლებისა და მონაცემთა შენახვის პრინციპების ცოდნა;
** სტატისტიკის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** სოციალური მედიის პლატფორმების, მათი API-ების და მონიტორინგის ინსტრუმენტების ცოდნა სასურველია;
** სასურველია სოციალური მედიის ტენდენციების ცოდნა;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე მკაფიო და ლაკონიური წერის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი 2024 წლის 04 ივლისამდე მეილზე: hr@isfed.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ორგანიზაციის შესახებ:

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს.

ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:

** საარჩევნო პროცესების გაუმჯობესება, არჩევნებზე დაკვირვების, სიღრმისეული კვლევების, საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებისა და ამომრჩეველთა განათლების გზით;
** მოქალაქეთა უფლებების დაცვა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა იურიდიული დახმარების პროგრამის მეშვეობით;
** დეზინფორმაციისა და საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით;
** ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;
** ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე