Робота для біженців з України
უმცროსი საკრედიტო ექსპერტი - სტაჟირება - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი საკრედიტო ექსპერტი - სტაჟირება
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
სს მისო "ქართული კრედიტი" პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ბაზარზე და წარმატებით ფუნქციონირებს 2006 წლიდან. დღეისთვის წარმოდგენილია 6 ფილიალით და საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

"ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე (3 თვიანი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით)

ადგილმდებარეობა: გორის ფილიალი
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 9 ივლისი, 2024 წელი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა, საკრედიტო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება, დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა საკრედიტო ექსპერტთან ერთად;
** შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვეძებთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გაყიდვებითა და ფინანსურ ორგანიზაციაში კარიერის განვითარებით.

აუცილებელი უნარები:

** აქტიურობა, ინიციატივიანობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მზარდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
** ახალი უნარების აღმოჩენას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს.

პოზიციის პირობები:

** სტაჟირების სტიპენდია: 375 ლარი (დარიცხული);
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 17:30-მდე, ყოველი თვის ბოლო შაბათი 10:00-14:30 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 500 100

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს მისო "ქართული კრედიტის" მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელფოსტაზე: vacancy@geocredit.ge

თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: vacancy@geocredit.ge სახელწოდებით "რეზერვი". მიღებული ინფორმაცია აისახება აპლიკანტების რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 3 წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ რეზიუმე წაიშლება.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე