Робота для біженців з України
ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: ზეგ
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სასტუმრო "zeg" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 29 ინდივიდუალურ ოთახს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა 3 დღეში
ანაზღაურება: 800 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მათი ბარგის სასტუმროში შეტანა და სასტუმროს ოთახამდე მიცილება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** ინფორმირებულობა ქალაქის, მიმდებარე ტერიტორიებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ;
** საჭიროებისამებრ სტუმრებისთვის სასტუმროს წესების გაცნობა და ოთახების თავისებურებების ახსნა;
** სასტუმროს სერვისების სრულყოფილი ცოდნა;
** მოთხოვნისამებრ სტუმრების ბარგის სათანადოდ შენახვის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს მომსახურებაზე, არსებული სერვისებსა და პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა;
** ნებისმიერი უყურადღებოდ მიტოვებული ბარგის შესახებ უსაფრთხოების ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ფრონტ ოფისის მენეჯერის დავალებით სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებითა უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: info@flixgroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე