Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
** ფინანსების ან ანალიტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** თურქული და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, მართვა და ანალიზი;
** სხვადასხვა ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
** ბიუჯეტირება და ფაქტობრივი შედეგების შედარება, გადახრების ანალიზი;
** საბრუნავი კაპიტალის მონიტორინგი;
** ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავება და კონტროლი;
** ფიქსირებული ხელფასებისა და ბონუსების კალკულაცია;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** მიზანდასახულობას და განვითარების სურვილი;

სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 - 18:00)
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.
პოზიცია ითვალისწინებს მივლინებებს თურქეთში.

ასე, რომ თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ფინანსური მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე