Робота для біженців з України
ინვენტარის ოპერატორი - მცხეთა, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვენტარის ოპერატორი
მომწოდებელი: ზედაზენი 2012
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთილი ინვენტარის ობიექტისთვის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინვენტარით ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების პროგრამაში ასახვა;
** ელექტრონული სასაქონლო ზედნადების RS-ზე ატვირთვა;
** ინვენტარის მიწოდება/დაბრუნების პროცესში ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, ხელმოწერილი დოკუმენტების შეგროვება/ დაარქივება;
** ობიექტებში არსებული ინვენტარის აღწერის პროცესში ჩართულობა და პროგრამული მონაცემების გადაგზავნა შესაბამისი თანამშრომლისთვის;
** სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური).

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 25 ივლისი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე