Робота для біженців з України
ლაბორატორიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს ცილის წარმოებას სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
** საკვებისა და ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** ნიმუშების მიღება-აღრიცხვა და რეპორტების წარდგენა;
** ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;
** წარმოების ნიმუშების აღება და შემოწმება შესაბამისი SOP-ების მიხედვით;
** მიღებული შედეგების გადამოწმება დაწესებულ ნორმებთან;
** ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მოვლა: წმენდა, დაკალიბრება გაწერილი პერიოდულობით;
** შესაბამისი სამუშაო ფორმების შევსება;
** ექსპერიმენტებში ჩართულობა;
** გარე ლაბორატორიებისთვის ნიმუშების მომზადება;
** გარე ლაბორატორიული მონაცემების მონიტორინგი;

სავალდებულო მოთხოვნები:

** აუცილებელია კვების ტექნოლოგიის/ქიმიის/ბიოლოგიის მიმართულების უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** პროფესიული და პერსონალური განვითარების შესაძლებლობა
** მრავალფეროვანი შემეცნებითი და სპორტული აქტივობები
** კვება და ტრანსპორტირება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლევან ღოღობერიძის 67 ბ.
სამუშაო გრაფიკი: დინამიური (დღის და ღამის ცვლა)
ანაზღაურება: 1300 ₾

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 25 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ლაბორატორიის სპეციალისტი".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე