დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ჩვეული
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-ზე მეტ ფილიალს, სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
"დეილის" შვილობილი ბრენდისთვის: "ჩვეული" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ:
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას (850-1100, მაღაზიის კატეგორიის შესაბამისად)
** ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე);
** ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან);
** სწავლის თანადაფინანსებას;
** განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის შესყიდვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შეკვეთების ფორმის მომზადება;
** მაღაზიაში პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების კონტროლი;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზში საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი;
** პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე);
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** ყურადღებიანი და თავაზიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ);
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 216 514
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|