Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი კომუნიკაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიემსისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"ბიემსისი ცენტრი" განათლების ციფრული საერთაშორისო პლათფორმაა, ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად ონლაინ კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოსა და სწავლების უახლეს მეთოდებს

"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცენტრის საკომუნიკაციო არხებზე მომხმარებელთან კომუნიკაცია კურსების შეთავაზება გაყიდვების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება;
** შემომავალ ზარებზე პასუხი;
** პოტენციურ მომხმარებელთა კონსულტაცია, რეგისტრაცია, ინვოისების გაფორმება, ხელშეკრულებების გაფორმება;
** Microsoft Excel უმაღლეს დონეზე ცოდნა ყოველდღიური ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების წარმოება;
** შეგროვებული ინფორმაციების ბაზირება და კურსის ხელმძღვანელებისთვის გადაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში კურსის ხელმძღვანელთან კომუნიკაცია პირადი რეპორტის ან ჟურნალის აწყობა;
** კრიზისული სიტუაციების მოგვარება და პრობლემური ქეისების მართვა;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და რეპორტის შედგენა;
** ცენტრის შესაბამის დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი;
** Microsoft Office პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა და Online საკომუნიკაციო არხების ფლობა;
** ინგლისური ენის C2 დონეზე ფლობა, როგორც წერითი ასევე ვერბალური კომუნიკაციის დონეზე.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალების გუნდთან თანამშრომლობას;
** საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას.

ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 10:00-18:00 საათამდე
ლოკაცია: ბიემსისი ცენტრი, თბილისი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ პირობებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: jobsbmcc@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება " ინგლისურენოვანი კომუნიკაციის მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე