დასახელება:
ლაზეროთერაპევტი
|
მომწოდებელი:
ესთეტიკის ცენტრი კალისია
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"კალისია" - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს.
დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.
ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.
პოზიცია: ლაზეროთერაპევტი
ადგილმდებარეობა: ფოთი
შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა!
ძირითადი მოვალეობები:
** პროცედურის მაღალ დონეზე ჩატარება;
** მაღალ ხარისხზე მუდმივი ზრუნვა;
** პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
** პაციენტისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა;
** დადგენილი ჰიგიენური ნორმების დაცვა.
სამუშაო ლოკაცია: რუსთაველის რკალი 14;
სამუშაო საათები: 10:00-20:00;
სამუშაო დღეები: თვეში 15 სამუშაო დღე (დღეგამოშვებით).
ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე calisiapotihr@gmail.com ან დაგვიკავშირდით 555 01 02 83. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ლაზეროთერაპევტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|