Робота для біженців з України
გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი - Swoop
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი - Swoop
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
"TNET" (Technology Network) წარმოადგენს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში რომელიც TBC PLC ჯგუფის წევრია.

"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პროდუქტები 4 ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი: ცხოვრების სტილი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება (Super APP, Myauto.ge, Myhome.ge, Mymarket.ge, Myparts.ge, Myshop.ge, Vendoo.ge, Swoop.ge, Tkt.ge, Livo.ge)

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, Head of Sales Team-ის პოზიციაზე Swoop-ის გუნდში!

შენი როლი თინეთში:

** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური/გუნდური გეგმების ჩამოყალიბება და შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების გუნდის წევრების მენტორობა და შესრულებული საქმის შეფასება;
** ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი და კონკურენტების შეფასება (ფასები, სერვისები);
** პარტნიორი კომპანიებისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების გუნდის განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

** გაქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
** გაქვს გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გაქვს CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს გუნდის მართვის 2 წლიანი გამოცდილება.

"თინეთში" დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე